ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვალერიან გავაშელი

დაიბადა 1974 წლის 3 ნოემბერს ქ.თბილისში.

1994–1999 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილ ფაკულტეტზე.

1991–1996 წლებში სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1991–1993 წლებში იყო გაზეთ ,,ცხოვრება და კანონი“ს რედაქციაში შტატგარეშე კორესპონდენტი.

1993–1998 წლებში მუშაობდა მცირე საწარმო #4–ში ოპერატორად,რომლის ბაზაზეც შეიქმნა შ.პ.ს. ,,თევრეშო“.

1999–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად, მისაღების უფროსად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2003–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად, ,,მთავარ კონსულტანტად".

2005 წელს მონაწილეობდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში, თემა: ,,სასამართლოების ხელმძღვანელი რგოლის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება".

2005–2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური აპარატის უფროსად.

2007 წელს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

2008 წლიდან არის USAID – სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის DPK CONSULTING–ის მიერ განხორციელებული პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი.

2010 წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა სასამართლო მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2010 წლის 18 ივნისის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2011 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

2012 წლის მაისიდან სექტემბრამდე იყო ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.